ფიცკარალდო და ოცნების ტვირთი

ვერნერ ჰერცოგის ფილმი Fitzcarraldo კინოეკრანებზე 1982 წელს გამოვიდა. ფილმი  მეოცნებე ადამიანზე მოგვითხრობს. ფიცკარალდო პერუში, პატარა ქალაქ იკიტოში ცხოვრობს და მიზნად ოპერის თეატრის აშენება დაუსახავს.

80იანი წლების დასაწყისი საინტერესო პერიოდს ემთხვევა. ამაზონის რეგიონებში ბუნებრივი რეზინის ათვისება მიმდინარეობს და იკიტოში ჩასულ იმიგრანტებს ადგილობრივ მოსახლეობაში თავიანთი კულტურა შეაქვთ.

ფილმის გადაღება ურთულეს პირობებში მიმდინარეობდა ამიტომ მასზე არანაკლებ საინტერესო მეორე, გადაღების შესახებ შექმნილი დოკუმენტარული ფილმია - Burden Of Dreams.

ვერნერს შეეძლო სპეციალური ეფექტები გამოეყენებინა ან შუაგული ჯუნგლების ნაცვლად დასახლებასთან ახლოს მდებარე ტერიტორია აერჩია, მაგრამ მისი აზრით  ამბავის მსგავსი გარემოს შექმნა ფილმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

Fitzcarraldo შეიძლება ითქვას ფილმზე მუშაობის პროცესის მეტაფორაცაა. მსახიობების პროექტიდან წასვლა, უბედური შემთხვევები, თავდასხმა გარე ტომისგან, მთავარი მსახიობის მძიმე ხასიათი. ხშირად უკითხავთ ჰერცოგისთვის, ხომ არ ჯობდა რომ პროექტი მიეტოვებინა. მისი პასუხი კი ასეთი იყო:

How can you ask this question? If I abandon this project, I will be a man without dreams, and I don't want to live like that. I live my life or I end my life with this project.