ჩემი ლამაზი დაზიანებული ტვინი

წარმოიდგინეთ, რომ ერთ საღამოს სახლში მარტო ხართ. მოულოდნელად თავის გაუსაძლისი ტკივილი გეწყებათ, გარემოს ვეღარ აღიქვამთ და ცნობიერებას თანდათანობით კარგავთ. ტელეფონს ხედავთ, იცით რომ რაღაც ფუნქცია აქვს მაგრამ ვერ ხვდებით რა. ლოტჯეს მოგზაურობა განსხვავებულ და საშიშ სამყაროში ამ დროიდან დაიწყო. 2011 წელს მას ინსულტი შეემთხვა, რეაბილიტაციის მომდევნო, რეალური კადრები კი საინტერესო დოკუმენტურ ფილმში - "My Beautiful Broken Brain" არის ასახული.

თუ როდესმე ძილის პარალიზი გამოგიცდიათ - ღამით გაგღვიძებიათ, გინდა იყვიროთ მაგრამ ხმას ვერ იღებთ, დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პანიკური მდგომარეობა რომელმაც ლოტჯე მოიცვა.

ოპერაციის შემდგომ ეტაპზე ჩნდება დაბნეულობის და მომავლის შიში. ემოციებთან გასამკლავებლად აზროვნებას ვიყენებთ, რა ხდება მაშინ როცა აზროვნებას ვერ ვენდობით?

Unable even to contemplate the idea of fear, it felt as if I had become fear itself.

ასევე მუდმივი ფიქრი - რა მოხდება თუ ჩემი მდგომარეობა გაუარესდება, თუ ნორმალური არასდროს ვიქნები. არავის ვეყვარები და ყველა ოცნებას უნდა დავემშვიდობო. ლოტჯეს არ ასვენებდა ფიქრი, რომ ინსულტი ყოველ წამს შეიძლება გამეორებულიყო.

ფილმის დასაწყისში კარგად ჩანს, თუ როგორ უბრაზდება ლოტჯე საკუთარ თავს როცა მარტივ დავალებებს ვერ აკეთებს. ჩვენთვის, მაყურებლებისთვის კი ცხადია, რომ  მისი ბრალი არაფერია. ალბათ ეს მაგალითია, თუ როგორ ზედმეტადად ვაკრიტიკებთ საკუთარ თავს ხანდახან.

სურეალისტურ სამყაროში გადასვლის პროცესთან გასამკლავებლად მას დევიდ ლინჩიშემოქმედების გახსენება დაეხმარა. საინტერესოა ლოტჯეს ინტროსპექტიული დაკვირვებები, როგორ ვაზროვნებთ, როგორ აღვიქვამთ რეალობას, რადგან მას ძველი და ახალი ცნობიერების ერთმანეთთან შედარება შეუძლია.

სასიამოვნოა, რომ  ჩვენი მთავარი გმირი კარგად არის. ის ისევ აგრძელებს ფილმების გადაღებას, თანამშრომლობს მეცნიერებთან და ბევრს მოგზაურობს კიდეც.  2018 წელს საქართველოსაც კი ეწვია.